RentalMars

ხშირი კითხვები

ვერ იპოვე პასუხი? დაგვიკავშირდი.

რა არის RentalMars?

RentalMars არის გაქირავების პლატფორმა, სადაც ერთ ადგილას იყრის თავს ყველაფერი, რისი დაქირავებაც შეიძლება — მანქანა, მოტოტექნიკა, სპეცტექნიკა, გენერატორი, ინსტრუმენტი და სხვა. მფლობელი ათავსებს განცხადებას, მოქირავე კი პირდაპირ უკავშირდება მას.

როგორ დავამატო განცხადება?

დარეგისტრირდი, დააჭირე „+ დამატება“, აირჩიე კატეგორია, ატვირთე ფოტოები, მიუთითე ფასი და აღწერა — და გამოაქვეყნე. მთელი პროცესი რამდენიმე წუთია.

განთავსება უფასოა?

დიახ — თვეში პირველი განცხადებები უფასოა. მეტი ხილვადობისთვის შეგიძლია გამოიყენო ფასიანი VIP განთავსება (განცხადება მაღლა და გამორჩეულად ჩანს).

იღებთ თუ არა საკომისიოს გარიგებიდან?

არა. RentalMars არ იღებს საკომისიოს მომხმარებლებს შორის გარიგებიდან — თანხა მთლიანად მფლობელს რჩება. პლატფორმა შემოსავალს იღებს მხოლოდ პრემიუმ განთავსებიდან და რეკლამიდან.

როგორ დავუკავშირდე მფლობელს?

მფლობელის ტელეფონის ნომერი პირდაპირ განცხადების გვერდზეა მითითებული. დარეკე და შეათანხმე პირობები უშუალოდ — შუამავლის გარეშე.

უსაფრთხოა?

ვცდილობთ, პლატფორმა მაქსიმალურად სანდო იყოს — არსებობს მფლობელების გადამოწმება და შეფასებები. თუმცა გირჩევთ, გარიგებამდე თავად დარწმუნდეთ ტექნიკის მდგომარეობასა და პირობებში, რადგან გარიგება პირდაპირ მხარეებს შორის ხდება.

როგორ დავარედაქტირო ან წავშალო განცხადება?

შედი შენს პროფილში (დაფა), იპოვე განცხადება და დააჭირე რედაქტირებას ან წაშლას.

რა ტიპის ტექნიკის განთავსება შეიძლება?

მანქანა, მოტო, ATV/ბაგი, თოვლმავალი, სპეცტექნიკა, ამწეები, გენერატორები, ინსტრუმენტები და სხვა. აკრძალულია უკანონო ან სხვისი საკუთრების უნებართვო განთავსება (იხ. წესები).